NDI: მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმღებ პირად, ბიძინა ივანიშვილს ასახელებს
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა, კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გაადწყვეტილების მიმღებ პირად.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-ს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების საქმიანობასა და გაადწყვეტილებებზე გავლრნა კვლავ აქვს, რასაც უმეტესობა ამართლებს. ამ აზრს არ ეთანხმება გამოკითხულთა 8%, ხოლო 17 %-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს.
NDI -ს ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის 34 % თვლის, რომ ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე სისხლისამართლებრივი დევნა, უმთავრესად, სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი სახელისუფლებო ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება, გამოკითხულთა 9 % - ის აზრით, პოლიტიკური შურისძიების სურვილისთ არის გამოწვეული.
ამავე დროს, ორგანიზაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 83% პირადად არ იცნობს პირს, ვინც მისი აზრით, სახელმწიფო ან საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს. კითხვაზე დადებითი პასუხი კი, 12 % - ს აქვს.
კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულად მოსაუბრე მოსახლეობას შორის ჩატარდა. ორგანიზაციის განცახდებით, კვლევის შედეგების ცდომილება +–2.1%–ია.
მირანდა ჭარხალაშვილი