რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ეროსი კიწმარიშვილი...
ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერობისთვის იბრძოლებს. განაცხადი ქალაქ რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატად დარეგისტრირების ვადის ამოწურვამდე ზუსტად ერთი დღით ადრე შეივდა.
ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერობაზე კენჭს პარტია "ჩვენი საქართველოს" სახელით იყრის. ეროსი კიწმარიშვილი: "კანონი დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის საშუალებას არ იძლევა. ეს ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი ხარზვეზია, ამიტომ მე შევიტანე განაცხადი პარტია "ჩვენი საქართველოს" სახელით. ჩემთვის რუსთავში მთავარი კონკურენტი და ოპონენტი არის სიღარიბე, გაჭირვება, უიმედობა და მომავლის ხედვის არარსებობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო 25 წლის განმავლობაში. თუ ქალაქში, რომელშიც დაიბადე, გაიზარდე , რომელთანაც მთელი შენი ცხოვრებაა დაკავშირებული, თუ შენი ქალაქისთვის ზრუნვა პოლიტიკაში ჩართვას ნიშნავს, მაშინ ჩათვალეთ რომ პოლიტიკაში ვბრუნდები" - განუცხადა კიწმარიშვილმა "პრაიმტაიმნიუსს".
წყარო "პრაიმტაიმნიუსი".