"დედათა კომიტეტის" განცხადება

"დედათა კომიტეტის" განცხადება

   "დედათა კომიტეტის" თავმჯდომარე, ქეთევან ადამია აცხადებს, რომ კომიტეტი სასჯელაღსრულების მინისტრს მიმართავს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

   -"2014 წლის 13 მაისს, სამშაბათს, დღის 11:00 საათზე კომიტეტის ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტის" თავმჯდომარე ქეთევან ადამია, პატიმართა დედები და უფლებადამცველები უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პატიმრის თაობაზე საგანგებო განცხადებით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს!!! 

   ასევე, ა/ო "დედათა კომიტეტის" წევრები პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პრობლემებზე ისაუბრებენ.

   "დედათა კომიტეტი" მოუწოდებს შესაბამის კომისიას პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფონ პატიმარი პაატა პატიეშვილი, რომელიც გასამართლებულია საქართველოს სსკ 177-ე მუხლით და მისჯილი 5 წელი და 9 თვედან მოსახდელი დარჩა 1 წელზე ნაკლები. 

   უმნიშვნელოვანესი გარემოებაა ის, რომ პაატა პატიეშვილი სწორედ პატიმრობის დროს დაავადდა სხვადასხვა დაავადებებით. იგი იმდენად არის დაუძლურებული, ფეხზე დგომაც კი უჭირს, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, მხოლოდ ხელჯოხით გადაადგილდება. დაავადებულია ტუბერკულიოზით და დაწყებულია ფილტვის რღვევა. ცემისაგან კბილები თითქმის აღარ აქვს. დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, რასაც დაერთო ხერხემლის გამრუდება. მოშლილი აქვს ნერვული სისტემა.    ასევე, პატიმრობაში დაავადდა ნევროპათიით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილია სამინისტროში, მაგრამ რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

   სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენ, ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი" მივმართავთ მინისტრს სოზარ სუბარს პაატა პატიეშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობი გამო გაათავისუფლონ საპატიმროდან.

   ამ და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებთან დაკავშირებით 2014 წლის 13 მაისს, სამშაბათს, დღის 11:00 საათზე "დედათა კომიტეტი"-ს ოფისში გაიმართება კომიტეტის წევრების და უფლებადამცველების საგანგებო შეკრება.

ყველა დაინტერესებულ პირს გთხოვთ, გვეწვიოთ "დედათა კომიტეტი"-ს ოფისში მის: ქ. თბილისი, ი. თარხნიშვილის ქუჩა #9/5.

(სასტუმრო "საქართველოსთან", "ფილარმონიასთან");

   საკონტაქტო ტელ: 551 75 55 28; 292 72 93.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: