"როდესაც საქართველოში ასობით ბავშვი შიმშილობს და ეკლესიის წინ მამაოს 25 000 დოლარიანი ჯიპი დგას, ეს რაღაც მარაზმია"

"როდესაც საქართველოში ასობით ბავშვი შიმშილობს და ეკლესიის წინ მამაოს 25 000 დოლარიანი ჯიპი დგას, ეს რაღაც მარაზმია"

   დღეს "ფეისბუკში" გავრცელდა ფოტოები, სადაც ანაფორიანი ხალხი ყიდულობს ძვირადღირებულ ავტომობილებს, რომელთა ფასი (როგორს ავტორი წერს) დაახლოებით  25 000 ლარს შეადგენს. 

   რას ფიქრობენ არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციები ამ თემასთან დაკავშირებით? "ივერიონი" ქველმოქმედთა სახლ "მომავლის გზის" თავჯდომარეს დავით კინწურაშვილს გაესაუბრა. 

   "როცა ეკლესიას ან რომელიმე საერო პირს ეხება და მიწევს კომენტარის გაკეტება, ყოველთვის ვნერვიულობ და სული მიფორიაქდება, მინდა რომ სათუთად შევეხო და მოკრძალებულად გავაკრიტიკო თუ არის გასაკრიტიკებელი, მაგრამ როდესაც საქართველოში 77000 ათასი ბავშვი არის სიღარიბის ზღვრას დაბლა, როცა წელიწადსი 300 მდე ბავშვი იღუპება, როცა ყოველი მეოთხე ბავშვი ღარიბია ქვეყანაში, უზნეობად მიმაჩნია რომ რომელიმე მამაომ 25000 დოლარიანი ჯიპი იყიდოს.

ვფიქრობ, რომ მათ არაფერში არ სჭირდებათ ასეთი ძვირადღირებული მანქანა. მე მყავდა ხუთი წლის წინ X5 და ერთ წელიწადში მანქანა გავყიდე, რადგან დაძაბული ვიყავი, უხერხულად ვგრძნობდი თავს, ვხედავდი ჩემს ირგვლივ  უამრავი მშიერი ადამიანი დადიოდა... მიწევდა მათ სახლში მისვლა და ოჯახის გადამოწმება. საკუთარი თვალით ვხედავდი, რომ ოჯახში ბავშვებს პურიც კი არ ქონდათ, ყოველივე ამის შემდეგ ჩემ თავს არ მივეცი უფლება, მქონოდა ძვირადღირებული მანქანა. ამიტომაც გავყიდე და სიკეთეს მოვახმარე. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ეკლესიაში უამრავი ადამიანია, რომლებსაც  შიათ და მშივრები ესწრებიან წირვას, ლოცულობს უფალთან, რომ პური იშოვოს  და შვილები გადაარჩინონ, ამ დროს კი ეკლესიის წინ  მამაოს 25 000 დოლარიანი ჯიპი დგას, ეს რაღაც მარაზმია.

მივმართავ ყველა იმ მამაოს, რომელიც დადის ძვირადღირებული ჯიპებით, გაყიდეთ ეს მანქანები და იყიდეთ იაფიანი ჯიპები, ხოლო დარჩენილი ფულით კიდევ და კიდევ ბევრი სიკეთე აკეთეთ. დაეხმარეთ თქვენივე მრევლს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ასევე მოგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში იხსნება პროექტი "სადილი ბავშვებს", თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ პროექტს და ჩაურიცხოთ თანხა ანგარიშზე იმის მაგივრად, რომ 25 000 დოლარიანი ჯიპები იყიდოთ. სიკეთეში დააბანდეთ ფული და თქვენივე შვილებს და მომავალს გადმოედინება თქვენი გაღებული მადლი".

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: