ნაციონალური სინამდვილის "მოგებული" ომის რეალობა

ნაციონალური სინამდვილის "მოგებული" ომის რეალობა

                აგვისტოს სისხლიანი დღეები

   რა ხდებოდა აგვისტოს ომის დროს? სად იყო სარდლობა და მთავარსარდალი? ვინ უნდა აგოს პასუხი მომხდარზე და რა ხდებოდა სინამდვილეში? ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების გადამდგარი ოფიცერი მაიზერ გელოვანი დაგვიკავშირდა.

გაგრძელება

_ დავასრულოთ ის თემა როცა დაშლა გიბრძანეს.

_ წამოვედით, მე თბილისში ჩამოვედი, სხვები სხვაგან. მე და კაპიტანი კობა ცხადაა წამოვედით. ვიარეთ ფეხით, ორი დრე მოვდიოდით. ერთი კვირის შემდეგ დამირეკეს და დამიბარეს, შეკრების ადგილი იყო კოჯორი. იქ ვიყავით სამი დღე, რუსეთის ვერტმფრენები გვადევნებდა თვალს. არ მახსოვს კარგად 13 ან 14 აგვისტო იყო. კოჯრის ტყეებს წაუკიდეს ცეცხლი, შეგვნიშნეს. მოვიდა ისევ ბრძანება და წაგიყვანეს თელავისკენ.

_ ეს არ იყო მანევრირება, მაგრამ ჩავთვალოთ რომ იყო. ბათუმი-კოჯორის მანევრირებას როგორ აფასებთ? რა აუცილებლობამ გამოიწვია ეს?

_ არანაირი გამართლება ამას არა აქვს, იყო არეული სიტუაცია და აბდაუბდა, რაც გამოწვეული იყო იმით რომ არ გვყავდა კარგი თავდაცვის მინისტრი, არ გვყავდა მთავარსარდალი! ისტორიულად ასე იყო, როცა ქვეყანას ყავდა თავდადებული მეფე საქართველო ძლიერი იყო, სუსტი მეფის დროს დაცემული, მოღალატე მეფე არ გვყოლია. საქართველოს ყავდა ორი მოღალატე ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი! ესენი არიან ისინი ვინც თავიანთი სკამისთვის ყველას და ყველაფერს სწირავდნენ!.. თელავში რატომ გადაგვიყვანეს არავინ აგვიხსნა, ველოდებოდით ბრძანებას, სენაკში ჩვენს ბაზაზე ამ დროს უკვე რუსები შესულები არიან, წაიღეს იარაღი, მაცივრებიც კი გაიტანეს. ბრძანება რომ ყოფილიყო იარაღს ტყეში მაინც გავიტანდით და გადავმალავდით.

_ ბრძანება არ იყო გასაგებია, მაგრამ თქვენი ინიციატივით გადაგემალათ იარაღი?

_ შარს მოგვდებდნენ რატომ გააკეთეთ ბრძანების გარეშეო. იყვნენ ადამიანები რომელთაც იპოვეს იარაღი, ჩააბარეს და ისინი შემდეგ დააკავეს საიდან მოიტანე ეს იარაღიო. მე პირადად შემემთხვა ასეთი რამ: ტყვიამფრქვევი წამოვიღე გურიაში რომ წამოგვიყვანეს, მერე ეს იარაღი ჩავაბარე იქ დაზვერვის უფროსს აწ გარდაცვლილ ბერდია ცეცხლაძეს, ვაჟკაცი ბიჭი იყო, ბერდიამ ბაზაზე ჩააბარა შემდეგ ეს ტყვიამფრქვევი. ორჯერ ჩამომიყვანეს თბილისიდან სენაკში დაკითხვაზე, სად გქონდა ეს იარაღიო. გავბრაზდი და ვთქვი - მეგონა კაი საქმეს ვაკეთებდი იარაღი გადავარჩინე და რა გინდათ რას მიბარებთ დაკითხვაზე თბილისში-მეთქი. საქმეს ჭირდებაო. თელავში ვიყავით 20 დღე, მერე დაგვაბრუნეს სენაკში რუსების გასვლის შემდეგ. იმ დროს გვარდიის სარდალი იყო ძალიან გამოცდილი ადამიანი დათო აფციაური, შემდეგ ის მოხსნეს და არსოშვილი დანიშნეს. წარმოგიდგენიათ პოლკოვნიკი აფციაური მოხსნეს და არსოშვილი დანიშნეს, ჯარშიც კი არ ქონდა ნამსახურები.

_ კალანდაძეზე რას იტყვით?

_ კალანდაძე ვიცოდი, რომ იყო მეოთხე ბრიგადის მეთაური და ყველაზე დიდი დანაკარგი, როგორც ცოცხალი ძალის ისე ტექნიკის მას ქონდა. რაღაცნაირად ისე მოხდა რომ ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან სწრაფად დააწინაურეს, რა დამსახურებისათვის გახდა გენერალი და გენშტაბის უფროსი ნამდვილად არ ვიცი. ომიდან რომ გამოიქცა ეს ნამდვილად ვიცი და ისიც ვიცი რომ ერთ-ერთი ოფიცერი რომელიც ცხინვალში ჩარჩა, ემუქრებოდა ჩამოვალ და შენსას მიიღებო, მაგრამ ეს ოფიცერი ვერ ჩამოვიდა ცხინავალიდან, მოკლეს.

_ კარგით, ჩამოდით სენაკში, რა ხდება იქ?

_ დაგვხვდა გაძარცვული ბაზა, ნათურებიც კი მოხსნილი იყო, განადგურებული იყო ყველაფერი.

_ მოდით ვთქვათ სიმართე, მხოლოდ რუსების "ვაჟკაცობის" შედეგი იყო ეს? როგორც მაშინ ამბობდნენ ადგილობრივებმაც კარგად მოითბეს ხელი, ბენზინის ფასიც კი გაათმაგდა მაშინ.

_ კი, ერთი ჯარისკაცი ტაქსისტს რომ გადაეყვანა თუ ადრე 2 ლარს ართმევდა ომის დროს 20 ლარამდე გაზარდეს ფასი. ზოგიერთმა ნაძირალამ ძალიან ისარგებლა ამით. ნაცვლად იმისა ჯარისკაცებს დახმარებოდნენ, პირიქით იხეირეს. 

_ ასე მთავრდება თქვენთვის ეს ომი, რა ხდება ომის შემდეგ? ვინმემ აგიხსნათ რატომ დაგბლოკეს?

_ არა, არავის არაფერი უთქვამს.

_ ამერიკული იარაღი გქონდათ თქვენც?

_ არა, რუსული იარაღი გვქონდა. სააკაშვილი თავიდან ბოლომდე ყალბი ადამიანია, მადლობა ღმერთს რომ ის არარაა ხელისუფალი, სამწუხაროდ ჯერ კიდევ პრეზიდენტია. იმ პერიოდში როცა ეს ამბები ხდებოდა ჯარისკაცი არავის გახსენებია, ახლა როცა დაჭირდა სააკაშვილს ისე იქცევა თითქოს არ ძინებია ჯარისკაცების ბედით ისე იყო შეწუხებული. არადა ქართველების სისხლი არ იყო გამშრალი, კონცერტით რომ აღნიშნა "გამარჯვება".  თუ ბრძოლაში ჩაებმები ბოლომდე უნდა იბრძოლო. ის რაც გაგვიკეთეს იყო ღალატი! ამ ამოის შედეგად დაიკარგა ახალგორი და კოდორი. დალის ხეობა ომის გარეშე მაშინ დაკარგა სააკაშვილმა რაც ზემო აფხაზეთი დაარქვა ამ ადგილს. ჩვენდა სამარცხვინოდ ტყვიის გასროლის გარეშე ჩააბარა კოდორი. ყველაზე მეტად იცით რაზე ვარ გამწარებული? ომი ომია ან წააგებ ან მოიგებ, მაგრამ წაგებული ომის შემდეგ მთავარსარდალი კონცერტს რომ აწყობს, ეს იმას ნიშნავს რომ მას უხარია წაგება. ვინ ვინდა თავად ხომ იცოდა რომ წავაგეთ და როგორც, კონცერტის მოწყობით ვის აუხვია თვალი რომ? ბაქრაძე ახლა რომ გამოდის და კაი ვაჟკაცივით ლაპარაკობს, განა ვინმეს დაავიწყდა დანა-ჩანგლებით დახვდით მრეტს და თავი დაიცავითო რომ გამოაცხადა? შევარდნაძის მოღალატური ქმედებები სააკაშვილმა გააგრძელა, მაგრამ სააკაშვილი გიჟს როგორც ახასიათებს ისე მოქმედებდა, შევარდნაძისაგან განსხვავებით, თუმცა ეს არაფერს ცვლის შედეგი სახეზეა - საქართველოს ტერიტორიის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია.

_ როგორ ფიქრობთ, ბატონო მაიზერ, ამ ომის გამო უნდა ჩატარდეს თუ არა გამოძიება? 

_ გამოძიება უნდა ჩატარდეს. ყველა ვინც კი შეხება ქონია ამ ომთან უნდა იქნეას დაკითხული, დამნაშავე დასასჯელია! დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს! "როგორც კი მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, მაშინვე დაიწყეს პროფესიონალების დევნა-შევიწროება. ის რომ მინისტრი არ უნდა იყს სამხედრო იმას არ ნიშნავს რომ არაფერი იცოდეს. თავდაცვის მინისტრად უნდა ნიშნავდე ადამიანს რომელიც ხალხში კარგი სახელით სარგებლობს, რომელსაც ჯარისკაცები ენდობიან. სამშობლოს სიყვარულს ვერ გასწავლიან, მერე რა რომ  ზოგიერთი ამერიკაში სწავლობდა? მე არ მისწავლია არც ამერიკაში და არც რუსეთში, მაგრამ ვისწავლე ერთი რამ - მიყვარდეს სამშობლო და არ მივატოვო ბრძოლაში ჩემი თანამებრძოლი, ვიბრძოლო მანამ ვიდრე შემიძლია ვიდგე ფეხზე.

_ თქვენ ბრძანეთ რომ აღარ მუშაობთ, რა იყო მიზეზი?

_ 2012 წელს არჩევნების წინ ძალიან დაიძაბა ურთიერთობები. მე ვიყავი სპეცდანაყოფის მეთაური, ერთ-ერთი საუკეთესო ქვედანაყოფი მქონდა. დამიშალეს ქვედანაყოფი, ისე რომ ოფიციალურად არავინ ამიხსნა რატომ. ეს მოხდა არჩევნებამდე 5-6 თვით ადრე. დანაყოფში ძირითადად შიდა ქართლიდან იყვნენ ბიჭები, როგორც მითხრეს ქართლელებს არ ვენდობით და ამიტომ უნდა დაიშალოსო.

_ ვერ გავიგე.

_ ოქრუაშვილია შიდა ქართლიდან და ამიტომ მაგ ხალხს არ ვენდობითო, ეს იყო ბაჩო ახალაიას პოზიცია. თუ ვინმე იყო ქვედანაყოფში შიდა ქართლიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს. წარმოგიდგენიათ? თქვეს ზემოდანაა ბრძანებაო და დაგვშალეს. 2 წლის განმავლობაში საუკეთესო მომზადებული იყო ქვედანაყოფი, საუკეთესო პროფესიონალები გვყავდნენ, ერთი ხელის მოსმით გაუშვეს სახლში ეს ხალხი და სახლში არიან დღემდე.

 

გაგრძელება იქნება

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: