როგორ ავიცილეთ დაპირისპირება 17 მაისს?!
მადლობა ღმერთს, 17 მაისმა სერიოზული ინციდენტის გარეშე ჩაიარა - არც გეი-აღლუმები ჩატარებულა და არც ლგბტ-ს კინოშედევრის პრემიერა უცდიათ.
მართალია, დაპირისპირებულ მხარეებს (ეკლესია+მართლმადიდებელი მრევლი და ლგბტ-ს მიმდევრები და მხარდამჭერები) ერთმანეთისთვის „მუსკულები“ არ გაუსინჯავთ, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი სიმშვიდეა და ლგბტ-ს მამამთავრების მხრიდან ერთ გარკვეულ მიზანს ემსახურება - როგორმე მშვიდობიანად მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე, რის შემდეგაც მათ ბოლომდე ეხსნებათ ხელ-ფეხი და ყველაფერი ევროკავშირთან ნაკისრ ვალდებულებებს დაექვემდებარება!
მიუხედავად დაბრალება-გადაბრალებისა, რომ თითქოს ლგბტ-ს წარმომადგენელთა მოსყიდვა და ბაქოდან და ერევნიდან ტრანსექსუალების ჩამოყვანა იყო დაგეგმილი, მაინც ვერ შედგა - როგორც „იდენტობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, „ევრაზიის ინსტიტუტმა“, რომელიც პირდაპირ მიბმულია რუსეთთან, მათი მოსყიდვა ვერ შეძლო!
ისმება კითხვა: ვის ინტერესში შედიოდა სიტუაციის გართულება 17 მაისს და ეს გამოიწვევდა თუ არა პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში, რომელიც გარკვეული ვადით გადასწევდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას?
რა თქმა უნდა, უპირველესად პრორუსულ ძალებს, რომლებიც გამოსავალს ევროკავშირთან ასოცირებაზე უარის თქმაში და რუსული ძალების დომინირებაში ხედავენ.
უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთისგან ღია აგრესია გამორიცხულია - რუსულ ტანკებს საქართველოში მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში ვიხილავთ, თან „მომრიგებელი მოსამართლის“ სტატუსით.
გარეშე ძალები, ვისაც ლგბტ-ს წარმომადგენლები და მათი იდეურ-პრაქტიკული მხარდამჭერები ეყრდნობიან, ამჯერად „მოწოდების სიმაღლეზე“ აღმოჩნდნენ და შესაძლო გართულება, რომელიც მათ წისქვილზე ნამდვილად არ ასხამდა წყალს, თავიდან აიცილეს!..
თუმცა, არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი 17 მაისს სისხლიან დაპირისპირებას - რაც არ უნდა იქოთქოთონ სატანისტურმა ძალებმა და მათმა ბრმა მიმდევრებმა, საქართველოს ეკლესიის, უფრო სწორად, საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება. მან თავისი ბრძნული ინიციატივით - გამოეცხადებინა 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ - ფაქტიურად დააშამათა დესტრუქციული ძალები და ქვეყანას შიდადაპირისპირების ტალღა ააცილა.
დიახ, მიუხედავად დესტრუქციული ძალებისა - მოახდინონ სასულიერო პირების და ზოგადად, ეკლესიის დისკრედიტაცია, ამ მცდელობამ საპირისპირო შედეგი გამოიღო - დღეს ეკლესია (მისი ჯანსაღი ნაწილი) და მართლმადიდებელი მრევლი ერთიანია და მათ ამ ერთად ყოფნით დაამტკიცეს, რომ საქართველოში სოდომ-გომორის ცოდვის ზეიმს არ დაუშვებენ!..
თუმცა, ჯერ იმის თქმა ნაადრევია, რომ ეკლესიამ ეს ომი მოიგო და სატანისტურმა ძალებმა (სიტყვა „სატანისტური“ პირობითია, რადგან სექსუალური გადახრის მომხრეები უფრო ძეშეცდომილები არიან!) საბოლოოდ უკან დაიხიეს!
რა თქმა უნდა, არა! მთავარი ომი წინ გველოდება. მათი სტრატეგიული უკანდახევა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავიანთ უკეთურ განზრახვაზე ხელი აიღეს, პირიქით, ხელსაყრელ დროს ელოდებიან, რომ უფრო მობილიზებულნი გამოვიდნენ ასპარეზზე და ბრმა მიმდევართა არმიაც თანდათან გაზარდონ!
ამაში მათ ყველაზე მეტად სწორედ ის ანტიდისკრიმინაციული კანონონი უმაგრებთ ზურგს, რომლის მიღებასაც ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი აპროტესტებდა, მაგრამ ბედოვლათმა კანონმდებლებმა არ შეისმინეს!
რამდენადაც ვიცი, 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - გრანდიოზული აქცია იგეგმება სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი მრევლის მონაწილეობით ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით. მივესალმები ამ ინიციატივას და ვთვლი, რომ ასეთ მტკიცე ერთობას და თანმიმდევრულ ქმედებებს ყოველთვის მოაქვს პოზიტიური შედეგები ქვეყნისათვის.
წინ მორიგი ფარსი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გველოდება. არჩევნები, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის. საქართველომ თავისი არჩევანი სხვა ფორმით უნდა გააკეთოს!
საბა საბახტარაშვილი