გურამ ფირცხალავა: თუ ჩვენი ტრადიციებისთვის მიუღებელი უარვყავი რუსეთუმე ვარ და თუ პედარასტობა ვაღიარე - ევროპელი?!
ბლიც-ინტერვიუ მსახიობ „გურამ ფირცხალავასთან
- ბატონო გურამ, საზოგადოებაში არაერთგვაროვნება გამოიწვია ლევან ვასაძის მიმართვამ ხელისუფლებისადმი, რომელიც მან „ქორთიარდ მარიოტში“ გააჟღერა. როგორ ფიქრობთ, გადაეშვა თუ არა ვასაძე პოლიტიკაში და მისი გააქტიურება ავტომატურად გამოიწვევს თუ არა მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებასა და რუსულ ორბიტაზე გადასვლას?
- ეს კაცი, ლევან ვასაძე, თავისი ქვეყნის ნამდვილი გულშეკატკივარი და პატრიოტი ბიჭია!.. ყოველი გრძნობა მასში ქართულია. მე ვაკვირდები მის ცხოვრებას ( ეკლესიაც აუშენებია) და მართალ კაცად მიმაჩნია!
ერთი რამ ვერ გავიგე, ქართული ტრადიციებისთვის მიუღებელი თუ უარვყავი, რუსეთუმე ვარ და პედერასტობა თუ ვაღიარე - ევროპელი ვხდები?! მაშინ, გამოდის, რუსეთთან ჯობს ყოფნა, რადგან არ ყოფილან ავადმყოფები!
რაც შეეხება მესამე ძალას, ,,ნაციონალები“ არცერთ ძალად არ მიმაჩნია, თუმცა კი ფხუკურებენ რაღაცას!..
- ბატონო გურამ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გამეფებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული სამინისტროები უზარმაზარი პრემიებით საჩუქრდებიან. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია დასახელებული ციფრები ქართულ რეალობასთან?
- ეს რა სირცხვილია! რას აკეთებენ ისეთს, ამხელა პრემიებს რომ იღებენ? ნამდვილად არ მეგონა, ,,ნაციონალების“ შემდეგ ბიძინას მოყვანილი ძალა ამას თუ იკადრებდა! მასწავლებელს 300 ლარი და მინისტრებს ათასობით პრემია?! სად გამოაჩენს თავს ეს ხალხი?
- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიბლიით მართვა შეუძლებელია. რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, ეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფრონტაციას ხომ არ გააღვივებს?
- ბიბლიით კომუნისტური პარტიაც კი მართავდა ქვეყანას და მაგათზე უკეთ მართვა თუ შეუძლიათ, მართონ, არადა გამოგვაცხადონ ბარემ ,,კონჩიტას ერად!“
- რას იტყვით, არის თუ არა კულტურის სამინისტროს პრეროგატივა ქვეყანაში თეატრების, კლუბების, კულტურის სახლებისა და ბიბლიოთეკების აღორძინება? მათი სიმცირე ყველაზე მეტად რეგიონებში იგრძნობა.
- გურამ ოდიშარია ნამეტანი კეთილშობილი კაცია და სუსტად აღმოაჩნდა სამინისტრო თვისებები. ისე, თქვენ მიერ დასახელებულ საკითხებს მთავრობის ყურადღება სჭირდება, თორემ გაველურდა ერი!
- კარზე მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რა შედეგს ელოდებით და ჩაივლის თუ არა ის ისევ ტრიუმფალური გამარჯვებით ,,ქართული ოცნებისთვის“ ?
- მე მგონია, ნარმანია გაიმარჯვებს, რადგან ბიძინას წარდგენილია. სულ რომ არაფერი, ბიძინა ჩვენი გადამრჩენელია!
ესაუბრა ია ჯღარკავა