რომან გოცირიძე: "ჩვენ თავად ვუბიძგებთ პოლიტიკოსებს ფარისევლობისკენ"
პარლამენტის მიერ ავტოპარკის შესაძლო განახლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობას, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ეხმიანება.
„მე არ ვიცი, რა მდგომარეობაშია მანქანები და არც ის გამიკვირდება, რომ მძიმე სურათი იყოს ამ მხრივ ორი წლის განმავლობაში თბილისი-ქუთაისის ტრასაზე ლამის ყოველი მეორე დღის განმავლობაში მოძრაობის გამო.
საკითხი სხვა რამეშია: მთავარი აქცენტი არა იმდენად მოსალოდნელ ხარჯებზეა გადატანილი, არამედ, იმაზე, თუ როგორ ვერ მიმხვდარან, არჩევნების წინ ეს რომ არ უნდა ეთქვათ. ანუ, მთავარია მოატყუო ამომრჩეველი შენი ფავორიტების გამარჯვების სანაცვლოდ. ჩვენ თავად ვუბიძგებთ პოლიტიკოსებს ფარისევლობისკენ. სიმართლე და გულწრფელობა დასჯადია, ხოლო ორპირობა, ცბიერება და მანიპულირება პოლიტიკური ქცევის უმაღლესი პილოტაჟი. მერე გვიკვირს, რატომ არიან დემაგოგები. იმიტომ ხომ არა, რომ ეს ჩვენ მოგვწონს?“, - აცხადებს გოცირიძე.