ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომიტეტის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში, დღეს, პოლიტიკისა და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილის, მიხეილ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია დაესწრო. სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს:
„ჩვენ განვიხილეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია. ასევე, განხილული იქნა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არსებული ეტაპი და სამომავლო გეგმები. ნატოს შტაბ-ბინასა და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე, ცალსახად, დადებითად შეფასდა საქართველოს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი, ის თავსებადობა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დღეს გააჩნია ალიანსის ძალებთან“, - განაცხადა მიხეილ დარჩიაშვილმა.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დადებითი შეფასება საფუძვლად დაედება შეფასების დოკუმენტს, რომელიც ნატოს საერთაშორისო სამსახურის მიერ უახლოეს პერიოდში მომზადდება და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს მიეწოდება. დოკუმენტის საფუძველზე უელსის სამიტისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადება.