ალასანია ორდღიანი ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კანცლერის მრჩეველთან კრისტოფ ჰოისგენთან გამართავს შეხვედრას. ირაკლი ალასანია აკადემიური წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება. თავდაცვის მინისტრი უსაფრთხოების ფედერალურ აკადემიას და მეცნიერებისა და პოლიტიკის ფონდს ეწვევა. სიტყვით გამოსვლისას ის რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრებს.
ირაკლი ალასანია ფრიდრიხ ებერტის ფონდსაც ესტუმრება და ცენტრის ექსპერტებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ საქართველოში არსებულ ვითარებას გააცნობს.