არასაბრძოლო მისია ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც გაგრძელდება
თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომლის მიხედვით ამერიკა გააგრძელებს უსაფრთხოების ძალების გაფართოებას ავღანეთში. ამასთან დაკავშირებით ირაკლი ალასნაიამ განაცხადა:
-"თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებას, რომ ისინი გააგრძელებენ და უერთგულებენ საკუთარ პოლიტიკას 2014 წლის შემდეგ მხარი დაუჭირონ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების განვითარებას. ჩვენ, როგორც ნატო-ს საიმედო პარტნიორი და როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი, ჩვენს სიტყვას შევასრულებთ და ამერიკელთა და ნატო-ს სხვა მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ არასაბრძოლო მისიას ავღანეთში 2014 წლის შემდეგ".