სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება მიღო - „ნაციონალური მოძრაობა“

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება მიღო - „ნაციონალური მოძრაობა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიციელებს  პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს. საპარლამენტო უმცირესობა სინანულს გამოთქვამს, რომ დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე, ოპოზიციის არც ერთი ლიდერი არ მიიწვიეს.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თითოეულ პოლიციელს ულოცავს პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებთ წარმატებას და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში. 

სინანულით გვინდა აღვნიშნოთ ამჟამინდელი ხელისუფლების ვიწრო პარტიული მიდგომით გამოწვეული გადაწყვეტილება - დღევანდელ სადღესასაწაულო ღონისძიებაზე არ მიიწვიოს ოპოზიციის არც ერთი ლიდერი. ეს ერთიორად დასანანია რადგან შევარდნაძის პერიოდის კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან პრაქტიკულად შეზრდილი პოლიციის ნაცვლად თანამედროვე პოლიციის შექმნა მოხდა სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. 

კიდევ ერთხელ ვულოცავთ ქართველ პოლიციელებს და სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: