რას აბრალებს ლევან ვასაძე თენგიზ კიტოვანს
ლევან ვასაძემ ტელეიმედის გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა რა ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, წამყვანის კითხვას, თუ რა აკავშირებს მას თენგიზ კიტოვანთან, ასე უპასუხა:
„რა კავშირი მაქვს თენგიზ კიტოვანთან? მან დაიწყო ომი, დაწვა ქალაქის ცენტრი, მათ შორის მოყვა ჩემი სახლი, დავრჩი ერთი შარვლით, წავედი უცხოეთში და 100 დოლარს ვაგზავნიდი, ბებიაჩემი და ბაბუაჩემი შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ. ეს არის ჩემი კავშირი თენგიზ კიტოვანთან“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.