რატომ გადმოხტა დედა-შვილი მე-12 სართულიდან?!
ვაკეში, შროშის ქუჩაზე მე-12 სართულიდან დედა-შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოხტა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციას ადასტურებს.
მათივე განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.