თამარ ჩხეიძე: "ღარიბაშვილს ჟურნალისტებისადმი აგრესია მისი წინამორბედისგან გამოჰყვა!"
„ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ თავმჯდომარე თამარ ჩხეიძე გუშინ ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას შემდეგ კომენტარს უკეთებს:
„მე არ მქონია პრემიერ-მინისტრის იმედი მის პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პრესკონფერენციის იმედი კი, მით უმეტეს, არ მექნებოდა.
მისი გამოსვლა იყო არაადეკვატური და არადემოკრატიული განწყობით გაჟღენთილი. იმის ნაცვლდ, რომ რუსეთთან ვითარების დარეგულირების პროფილაქტიკას ეწეოდეს ყირიმის სცენარის საართველოში თავიდან აცილებისთვის, პლანტაციებზე საუბრობს.
რაც აფხაზეთში ხდება, რუსეთის მოწყობილია და ასეთი გულუბრყვილობა, რომ ეს მხოლოდ აფხაზეთის შიდა მოვლენაა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს!
პრემიერმა თქვა, რომ თურმე ჩვენ და რუსეთს კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს და ეს სხვა ქვეყნებისთვის მისაბაძი უნდა იყოს. რა კომენტარი გავაკეთო ამაზე?
რაც შეეხება მის აგრესიას ჟურნალისტების მიმართ, ეს მას თავისი წინამორბედისგან ერგო წილად. ის გმობს ყველა იმ შეკითხვას, რომელშიც აზრი და ჭკუა ჩანს.“