ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ გეურარხის სასათბურე მეურნეობას ესტუმრა

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ გეურარხის სასათბურე მეურნეობას ესტუმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეურარხის სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში აშენდა.

მთავრობის მეთაურს სათბურის შესახებ მეურნეობის მფლობელი აბას მუსაევი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, სათბური 1,7 ჰექტარ მიწის ფართობზეა აშენებული და მისი წარმოებადობა წელიწადში 300-400 ტონა ბოსტნეულს შეადგენს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობა სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებაა, რის ხელშესაწყობადაც მთავრობამ არაერთი პროექტი შეიმუშავა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გეურარხში სასათბურე მეურნეობა ინდმეწარმე აბას მუსაევმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მიღებული 250 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის მეშვეობით მოაწყო. კრედიტის 13%-იანი საპროცენტო განაკვეთიდან 12%-ს „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ფარავს, ხოლო მეწარმე მხოლოდ წლიურ 1%-ს იხდის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: