რა ვიტამინებს მიიღებენ ორსულები უფასოდ?
ორსულებისთვის პრეპარატების უფასოდ გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მსჯელობენ.
დავით სერგეენკოს განმარტებით, ორსულობის დროს განსაკუთრებული აქტუალობის არის მთელი რიგი ვიტამინები და მიკროელემენტები, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ორი - ფოლიუმის მჟავა და რკინა, სწორედ ამიტომ დღეიდან ორსულები ორი სახის ვიტამინს უფასოდ მიიღებენ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფრომაციით, 13 კვირამდე ორსულებს მიეწოდებათ ფოლიუმის მჟავა, ხოლო 26 კვირის შემდეგ - რკინის შემცველი პრეპარატები.