ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ  ხვითში, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო. პროცესს, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე დაესწრნენ.  

პროექტის ფარგლებში,  კასპის მუნიციპალიტეტში  ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე 10 სოფელი: ვაკე, ახალშენი, გორაკა, ხვითი, თვაურები, ყარაფილა, სარიბარი, ზადიაანთკარი, საკორინთლო და პანტიანი გაზიფიცირდება. სულ გაზიფიცირდება 463 კომლი და  სამუშაოებზე, 700 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების გაზიფიცირებისთვის,  პირველ ეტაპზე გამოიყო 10 მილიონი ლარი. გაზიფიცირების სამუშაოები, გორის, ქარელის, კასპის,ხაშურის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 40 სოფელში ჩატარდება და  6 922 კომლი გაზიფიცირდება. 

სოფლების მოსახლეობას სახლებში ბუნებრივ აირს უფასოდ მიუყვანენ. 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზიფიცირების სამუშაოებს საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანია კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, წლის ბოლომდე დაასრულებს.

პროექტის მეორე ეტპაზე, კი, გორისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მდებარე 18 სოფლის გაზიფიცირებაა დაგეგმილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: