უბედური შემთხვევა თურქეთში
თურქეთში, ბოლუ-სტამბულის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს 19 მოქალაქე დაშავდა, ავტობუსის მძღოლი, თურქეთის მოქალაქე კი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, ადგილობრივი დროით, 9 საათზე მოხდა.
ავტობუსი თბილისიდან სტამბულის მიმართულებით გადაადგილდებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც უბედური შემთხვევა მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსში 42 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ყველა ქართველია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს ელჩი და კონსული შემთხვევის ადგილზე იმფოფებიან.
ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგედენად, გამოძიება მიმდინარეობს.