"ქართული ოცნება":-"არ ვაპირებთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყოვლად მიუღებელ პოლემიკაში ჩართვას"

"ქართული ოცნება":-"არ ვაპირებთ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ყოვლად მიუღებელ პოლემიკაში ჩართვას"

    "ქართული ოცნება" დღეს ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

   -"გვინდა, გამოვეხმაუროთ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეზე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების ფაქტს და ამასთან დაკავშირებით ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. აღვნიშნავთ, რომ  "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების ორგანიზატორები არ ყოფილან "ქართული ოცნების" წევრები. ჩვენი ინფორმაციით, იქ შეკრებილნი იყვნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ შორის შესაძლოა, ყოფილიყვნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული ფაქტი გამოყენებულ იქნას წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების ინსტრუმენტად. "ქართული ოცნება" პატივს სცემს გარდაცვლილი ოფიცრის ხსოვნას, მისი ახლობლების მდგომარეობას და არ აპირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ამ ყოვლად მიუღებელ პოლემიკაში ჩართვას. ვიმედოვნებთ, რომ საქმეზე მალე დადგება სასამართლო განაჩენი და ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯება, რათა არავის ჰქონდეს ადამიანების ტრაგედიით მანიპულირების საშუალება"- ნათქვამია განცხადებაში.   

   ცნობისთვის, დღეს ზუგდიდში დაპირისპირება მოხდა  "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: