გიორგი ლაღიძე:-"ხელისუფლების უუნარობა ქართველი ხალხის მხრიდან შეფასდება როგორც ღალატი საქართველოს წინააღმდეგ"

გიორგი ლაღიძე:-"ხელისუფლების უუნარობა ქართველი ხალხის მხრიდან შეფასდება როგორც ღალატი საქართველოს წინააღმდეგ"

   აფხაზეთში შქმნილ მდგომარეობას თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ეხმიანება და აცხადებს:

   -"აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მიმართ საქართველოს ხელისუფლება სრულ უნარობას და უსუსურობას ავლენს. ჩვენდა სამწუხაროდ, ოკუპირებულ აფხაზეთში ისეთი პროცესები დაიწყო რაც დასრულდება მაქსიმუმ ორ წელიწადში აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში მიღებით. მოვუწოდებ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ირგვლივ, სხვა შემთხვევაში მათი სრული უუნარობა ქართველი ხალხის მხრიდან შეფასდება როგორც ღალატი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: