ხათუნა გოგორიშვილი:-"მე და უსუფაშვილს ცნებები-ღირსეული მოქალაქეობა და ადამიანური ღირსება სხვადასხვაგვარად გვესმის"
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან მისი ბრალდებების საპასუხოდ გაავრცელა.
-"საუბრის დასაწყისშივე ჩვენი ლაპარაკი შეეხებოდა ჩვენს კანდიდატს მარნეულში. მან შემოგვთავაზა, რომ შეგვეცვალა კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ სიების რეგისტრაციის ბოლო ვადამდე 4 დღე იყო დარჩენილი. უსუფაშვილმა გვითხრა, ხომ არ ვიფიქრებდით, შეგვეცვალა კანდიდატი . მინდა, მივმართო ბატონ დავითს, იქნება და რთული ფრაზებით ლაპარაკს თავი დაანებოს და ადამიანური ფრაზებით გააგებინოს საზოგადოებას, რა იგულისხმებოდა მათ შემოთავაზებაში და აქვე მინდა, დავამატო, რომ მან მომიწოდა, პირადად მე გამომეჩინა ღირსეული მოქალაქეობა და ადამიანური ღირსება, – როგორც ჩანს, მე და მას ეს ცნებები სხვადასხვაგვარად გვესმის"-ამბობს გოგორიშვილი.