სალომე კაპანაძე:-" მე არც ნატო მაინტერესებს და არც ნატაშა, მე ეს ქვეყანა დამოუკიდებელი მინდა!"

სალომე კაპანაძე:-" მე არც ნატო მაინტერესებს და არც ნატაშა, მე ეს ქვეყანა დამოუკიდებელი მინდა!"

   აფხაზეთის კულტურისა და განათლების ყოფილი მინისტრი სალომე კაპანაძე აცხადებს, რომ აფხაზეთში მდგომარეობის დასარეგულირებლად და კონფლიქტის მოსაგვარებლად აუცილებელია სამთავრობო პროგრამაში ჩადებული მუხლების ამოქმედება. 

   -"ეს საკმაოდ ეფექტური პუნქტები "სრულიად იგნორირებულია და თვლემს, სამწუხაროდ არც საქართველოს ხელისუფლებაში და არც აფხაზეთის ხელისუფლებაში არავის არ აქვს სურვილი ეს პროგრამა რეალურად ამუშავდეს. ცუდია,  რომ იწერება რაღაც და მერე არ სრულდება.  რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც მეტ პრობლემას აწყდება საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში, მით უფრო უსუსური ხდება და იღებს სირაქლემას პოზას. ეს ძალიან საშიშია, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას მიიყვანს სრულ სტაგნაციამდე, ჯერ-ჯერობით სადღაც კიდევ თვლემს იმედი, რადგან პატრიარქი ამბობს, რომ ჩვენ დავბრუნდებით! 2008 წელს სიტუაცია საგრძნობლად გაუარესდა და იმედი მოკვდა. დრო არ მუშაობს ჩვენზე და თუ დრო არ მუშაობს,  მთავრობამ მაინც იმუშავოს აფხაზეთის საკითხზე, არავისთვის უცხო არ არის,  რომ დღეს ყველა საკითხის გადაწყვეტის მცდელობა ფორმალურია...საქართველო მუდმივად ეძებს პატრონს. ამ შემთხვევაში "ერთი პატრონი არის უხეში, უკულტურო, რომელიც რასაც ფიქრობს იმას ამბობს და მეორე პატრონი-ამერიკა, რომელიც არის ზრდილობიანი, კორექტული, დიპლომატიური და ხშირად არ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მე არც ნატო მაინტერესებს და არც ნატაშა, მე ეს ქვეყანა დამოუკიდებელი მინდა! აუცილებელია ყველამ გავითვალისწინოთ ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობაც და ის "მოქნილი პოლიტიკა", რომელიც ვიღაცეებს აწყობთ ჩვენდა სასიკეთოდ უნდა შემოვაბრუნოთ".

მისი თქმით "ბოლო დროს საქართველომ დაკარგა მორალური გუნდის ყოლის უფლება. არ შეიძლება რაღაცის შენებაში და აღმშენებლობაში ადამიანის სახე დაკარგო".

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: