სამხრეთ ოსეთში არჩევნები მიმდინარეობს

სამხრეთ ოსეთში არჩევნები მიმდინარეობს

   ე.წ სამხრეთ ოსეთში არჩევნები მიმდინარეობს. როგორც  დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ბელა პლიევასი აცხადებს, ამ დორისთვის არჩევნებში  დაახლოებით 27%-მა მიიღო მონაწილეობა, აქედან ქალაქ ცხინვალში მოსალხეობის 20%-მა მისცა ხმა, ლენინგორის რაიონში - 44%-მა, ძაუზსკის რაიონში 30,84%–მა, ცხინვალის რაიონში -30,59%–მა, ზნაურის რაიონში კი 32,90%–მა.

 სამხრეთ ოსეთში მიმდინარე არჩევნებს "ქართული ოცნების" ერთ–ერთი ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საქართველომ პატივი უნდა სცეს ოსი ხალხის არჩევანს.

   -"მსოფლიო ამ არჩევნების შედეგებს მიიღებს ისევ ისე, როგორც მიიღო. ეს არის უკანონო არჩევნები, უკანონოდ შექმნილი ხელისუფლება და უკანონოდ ჩამოყალიბებული სტრუქტურები. ჩვენ მაინც, ასეა თუ ისეა, პატივი უნდა ვცეთ თუ მოლაპარაკება გვინდა ოსი ხალხის არჩევანს დე ფაქტოც რომ იყოს, მაგრამ ეს ოსი ხალხის არჩევანი არ არის. ეს ცხრა პარტია ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი უფრო ახლოს დადგება რუსეთის პოლიტიკასთან", –ამბობს ვოლსკი.

არჩევნები დილის 8 საათზე დაიწყო. სულ 70 საარჩევნო უბანია გახსნილი. 34 სადეპუტატო მანდატისთვის 9 პოლიტიკური პარტია იბრძვის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: