მტერი სახლებში გვივარდება, ჩვენ კი ერთმანეთს ვეკინკლავებით?!..

მტერი  სახლებში გვივარდება, ჩვენ კი ერთმანეთს ვეკინკლავებით?!..

TV25 -ის და  ჯუმბერ თავართქილაძის გასაგონად.

ამ ორიოდე დღის წინ ,,ივერიონის“ ვებგვერდზე  გამოქვეყნდა ინტერვიუ ცნობილ ქართველ პოლიტოლოგთან ბატონ სოსო ცინცაძესთან სათაურით: ,,აუცილებელია აჭარიდან თურქების  გაყვანა და იქაური ქართველების ხელახალი გაქართველება!“

 როგორც მოსალოდნელი იყო, სათაურმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის (განსაკუთრებით აჭარელი ქართველების), უკმაყოფილება გამოიწვია -  ისინი თვლიან, რომ აჭარლებს ხელახალი გაქართველება არ სჭირდებათ  და ბატონმა სოსო ცინცაძემ ამ სიტყვების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს! 

,,ივერიონს“ TV 25-ის ჟურნალისტი თინათინ ჭკუასელი დაუკავშირდა და აუწყა, რომ ,,ხალხის პარტიის“ წარმომადგენელი ჯუმბერ  თავათქილაძე კატეგორიულად ითხოვს ცინცაძისგან ბოდიშის მოხდას.  თან აინტერესებდა, მართლა ასე უთხრა თუ არა რესპოდენტმა ,,ივერიონის“ ჟურნალისტს ია ჯღარკავას

ღიად ვაცხადებთ, ,,ივერიონი“ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა, ამასთან, ჩვენს ვებგვერდს რეიტინგის ხელოვნურად ასაწევად არ სჭირდება სკანდალების აგორება (ასეთი რამ ჩვენს ინტერესში არ შედის!).  

რაც შეხება ბატონი სოსოს განცხადებას, ჩვენ ის სიტყვა-სიტყვით გადმოვეცით, თუმცა მიგვაჩნია, რომ მას აჭარლების ,,ხელახალ გაქართველებაში“ ,,ის“  ნამდვილად არ უგულისხმია, რაც ,,ხალხის პარტიის“ წარმომადგენელს ყელში გაეჩხირა!

მართლია,  ცინცაძის სიტყვები სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებს იძლევა, მაგრამ ჩვენ და არც ჩვენს რესპოდენტს აზრადაც არ მოგვვსლია, რომ აჭარლების ჭეშმარიტ ქართველობაში ეჭვი შეგვეტანა. 

სხვა საკითხია, რამდენად უსუსური და ანტისახელმწიფოებრივია ყოფილი და თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება აჭარაში ხელოვნურად შექმნილი სირთულეების მიმართ. 

დიახ, წინა ხელისუფლება თავისი არაქართული პოლიტიკით უწყობდა და არც დღევანდელი აკლებს ხელს  ე.წ.  ,,ბათუმის თურქეთიზაციას“, თუმცა არანაკლებ დანაშაულს სჩადიან ადგილობრივი  ქართველებიც, რომლებიც უმოწყალოდ ჰყიდიან მიწებს და  საცხოვრებელ  ფართებს თურქებსა და სხვა უცხოტომელებზე.

ბათუმში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, წავაწყდებით ე.წ. ,,თურქულ  კვარტლებს“, თურქულ სამორინეებს და ბორდელებს, რომლებიც  ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან ქართულ  იდენტობას და მოსახლეობას უზნეობის ჭაობში ითრევენ!!! 

 არ არის გამორიცხული, ადგილობრივი სახელწოდებები და ტოპონიმებიც თანდათან თურქულმა ჩაანაცვლოს!...

ვფიქრობ, სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ასი თვალისა და ასი ყურის გამობმა ჰქონდა მხედველობაში ბატონ სოსო ცინცაძეს, როცა აჭარლების ,,ხელახალ გაქართველებას“ უსვამდა ხაზს...

მე, პირადად, უდიდეს პატივს ვცემ აჭარას და აჭარლებს - ასე მგონია, ჭემარიტი ქართული სული სწორედ მანდ ტრიალებს, მაგრამ ყველაფერს ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ - რატომ არ დგანან ადგილობრივი ქართველები მოწოდების სიმაღლეზე და რატომ ვაცხადებთ უსიტყვო კაპიტუალაციას მაშინ, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არის?! 

გასაგებია  სახელმწიფოს არასწორი პილიტიკა რეგიონში, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ,,მწვანე ეშმაკის“ სანაცვლოდ, ამას არც კერძო პირები აკლებენ ხელს! 

ნათქვამია, კაცმა ჭირი მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალაო -  ჭირი ნამდვილად კარზეა მომდგარი და უკვე სახლებში შემოჭრას ცდილობს. ჩვენ კი , ნაცვლად იმისა, რომ  განგაშის ზარს ვარისხებდეთ და ქუდზე კაცი გამოდიოდეს, პოლიტოლოგის უნებლიე გამონათქვამს ვებღაუჭებით დ მისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ, თუმცა  არც ბოდიშის მოხდა გაგვიჭირდება, ეს საქმეს რომ შველოდეს!... 

P.S. აჭარა, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი  და ტანჯული მხარე, დღესაც რომ განსაცდელშია,  ახლახან კირნათთან მომხდარმა ინციდენტმაც დაადასტურა.

ნათქვამია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. ,, ცეცხლი“  თითქოსდა  ჩაქრა, მაგრამ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. მთავარი საფრთხე წინ გველოდება - საფრთხე, რომელიც ჩვენი უნიათობით ჩვენვე ,,გავიჩალიჩეთ“.

მტერს მტრულად უნდა დავხვდეთ, თუნდაც ,,ფოჩიანი კანფეტებით“ გვანებივრებდეს!

ზაურ ნაჭყებია

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო ,,ივერიონის“  მთავარი რედაქტორი 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: