რა აუკრძალა ჭიკაიძემ თანამშრომლებს?

რა აუკრძალა ჭიკაიძემ თანამშრომლებს?

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე კარს მომდგარ არჩევნებს ეხმიანება და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს თავი შეიკავონ დესტრუქციული საქციელებისგან.

   -"ჩემი სამინისტროს მხრიდან, ყველა თანამშრომლისთვის აკრძალული მაქვს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა და გავლენის მოხდენა. ყველა თანამშრომელს აქვს უფლება და თვითონ გადაწყვიტონ საარჩევნოდ ვის მისცემენ ხმას, არ ვაიძულებთ არაფერს, თავისუფლები არიან. რაც შეეხება გარემოს, მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, პარტიას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, დესტრუქციული საქციელებისგან, ვინაიდან, ყველა ეს საქმე იქნება გამოძიებული და ყველა ამ საქმეში მონაწილე პიროვნება იქნება პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა ჭიკაიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: