სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ალექსანდრე ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს: ნარკოტიკული საშუალების 9 აბი და ერთი გრანულა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით ე.წ. ,,ექსტაზს“ შეიცავს, კანაფის ფისის შემცველი 12,32 გრ ნარკოტიკი და 6,2 გრ გამომშრალი მარიხუანა. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: