„ჩვენ გადავცურავთ ზღვას“

„ჩვენ გადავცურავთ ზღვას“

სასჯელაღსრულების N5 ქალთა დაწესებულებაში, მსჯავრდებულთა

ინიციატივითა და ადმინისტრაციის ორგანიზებით, ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს  ირაკლის მეუღლე ქეთათო და მამა, გელა ჩარკვიანიც დაესწრნენ.

 

საღამოზე, რომელსაც მსჯავრდებულებმა „ჩვენ გადავცურავთ ზღვას“ უწოდეს, ქალბატონებმა ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედებასთან ერთად, მისი მეგობრებისა და ახლობლების მოგონებები, საინტერესო ბიოგრაფიული ფაქტები გაიხსენეს.

 

ღონისძიების დასასრულს, ქეთათომ და გელა ჩარკვიანმა მსჯავრდებულთა  შეკითხვებს უპასუხეს და ემოციური საღამოსთვის მასპინძლებს მადლობა გადაუხადეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: