ასმათ მაჭავარიანი: ,,ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ვერაფერს ცვლის და ქალაქის მერი შეცვლის?!“

ასმათ მაჭავარიანი: ,,ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ვერაფერს ცვლის და ქალაქის მერი შეცვლის?!“

,,ივერიონს“ ესაუბრა  ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ასმათ მაჭავარიანი

-ქალბატონო ასმათ, როგორია წინასაარჩევნო გარემო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე?

-მე ამ არჩევნების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. აბსოლუტურად უმნიშვნელოა,  ვინ გახდება თუნდაც თბილისის მერი. მერი არის მთავრობაზე დამოკიდებული სამეურნეო მუშაკი, რომელიც ვერ დაუპირისპირდება მას. თბილისის მერად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც რომ მოვიდეს, ბოლოს  მაინც მთავრობასთან ერთად მოუწევს თამაში. მერს, ქალაქს რომ მოუაროს, მთავრობის მხარდაჭრა სჭირდება. ათასნაირად გამოწრთობილი  უგულავაც ვერ უძღვებოდა ამ საქმეს საჭიროებისამებრ.

დემოკრატია და დეცენტრალიზაცი თუ უნდა ჩვენს მთავრობას, ხალხს უნდა მისცეს ხელში სახელმწიფო მართვის სადავეები. ხალხმა უნდა მართოს ბიზნესი და აირჩიოს ადგილობრივი რგოლები, რომლებიც პარლამენტში ხალხისთვის იმუშავებს, ჩვენი პარლამენტი კი ყველაფერს აკეთებს გასაკეთებლის გარდა.

რომელი კანდიდატი ვის უკან დგას და ვინ ვინაა, ვერ გაიგებ. არ მგონია, ბევრი ხალხი მივიდეს არჩევნებზე. უკვე ყველა მიხვდა, რომ საქართველოში მხოლოდ თანამდებობებისთვის იბრძვიან.

 მართლა მაინტერესებს, რატომ დავშალეთ საბჭოთა კავშირი, თუ უკეთესს ვერაფერს ავაწყობდით?!

სოფლის მეურნეობა უნდა მართოს გლეხმა და არა მხოლოდ სტატუსმინიჭებულმა ფერმერმა ან მეწარმემ. ყოფილიყო კოლმეურნეობები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკეთესად მუშაობს დღეს?!

-თქვენი აზრით, როგორია ,,ქართული ოცნების“ რეიტინგი. შეძლებს თუ არა დავით ნარმანია პირველივე ტურში გამარჯვებას?

-მე ძალიან მეეჭვება ხალხის მისვლა არჩევნებზე. ისე, მაინც სახელისუფლებო კანდიდატისთვის სჯობს ხმის მიცემა, თუმცა ხალხი არც ერთ პარტიას და კანდიდატს  არ ენდობა და ნიჰილიზმშია გადავარდნილი.

 რუსეთში ნიკოლოზმა გლეხები რომ გაათავისუფლა, მიწა არა საკუთრებაში, არამედ მფლობელობაში გადასცა. ამან შეასუსტა მეფის მთავრობა და მასონური ორგანიზაციების ჩამოყალიბებას მისცა ბიძგი. ესენიც თვითონ დამართებენ თავიანთ თავს უარესს, ამისთვის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ეყოფათ.

-როგორ გადანაწილდება ფიგურები პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. შეძლებს თუ არა ,,ბურჯანაძის ალიანსი“  ,,ნაციონალური მოძრაობის“  ჩანაცვლებას და მეორე ადგილის დაკავებას?

-რა აზრი აქვს საკრებულოებსა და მერიაში ოპოზიციური ძალების მოსვლას? მათ ის უნდა შეარულონ, რასაც მთავრობა უკარნახებთ. თუ არ შეასრულებენ, ამას მოჰყვება ქაოსი და რევოლუცია. მრავალპარტიულობამ დაღუპა საქართველო, რადგან მან დაქსაქსა ინტელექტი. რუსეთს აქვს ამის ფუფუნება, მაგრამ ჩვენ არა.

ვერც ბურჯანაძის გამარჯვება შეცვლის პოლიტიკურ ამინდს. ის იყო ხელისუფლებაში, მაგრამ, მახსოვს, ჩვენ მიერ მომზადებული ,,დედათა ორგანიზაციის კანონი“ ,,ვერ დაამტკიცებინა პარლამენტს“. რომ მოვიდეს საკრებულოში რას იზამს? ჩვენ ახლა ორხელისუფლებიანობა გვინდა?

-თქვენი აზრით, რა მდგომარეობაა რეგონებში. ყველა კანდიდატი დარწმუნებულია გამარჯვებაში.

-წინასწარ რომ ლაპარაკობენ მოგებულ არჩევნებზე, აქ ჩანს, რომ როლები გადანაწილებული აქვთ.

მე რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კარდაკარზე შეგროვებული ხმები გადმომიყარეს და ხელმოწერის დათარიღება შეცდომად ჩამითვალეს, ხოლო მის გასასწორებლად 2 დღე მომცეს, ჩემი შეზღუდვა არ იყო?  ხალხი რეგიონებში საარჩევნო საქმიანობაში მხოლოდ ხელფასის ასაღებას მონაწილებს. როგორ შეიძლება არჩევნებში დასაქმება სამუშაო ადგილად ჩათვალო?

-რა შეიცვლება თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?

-არაფერი. მერი შეღებავს რამდენიმე სახლს, შეაკეთებს ორ ქუჩას და ასე... ის ვერაფერს იზამს ,,ზემდგომის“ გარეშე. ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ვერაფერს ცვლის და ქალაქის მერი შეცვლის?!

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: