მარნეულში, 6 საარჩევნო უბანზე ჩატარებული არჩევნების ხმებს თავიდან გადაითვლიან
მარნეულში ხმების ხელახლა გადათვლის გადაწყვეტილება ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რადგან ისინი 10 უბნის თავიდან გადათვლას ითხოვდნენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრ ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.