"დედათა კომიტეტი" განცხადებას ავრცელებს

"დედათა კომიტეტი" განცხადებას ავრცელებს

  არასამთავრობო ორგანიზაცია "დედათა კომიტეტის" თავმჯდომარე ქეთევან ადამია, კომიტეტის წევრები და უფლებადამცველები პატიმარ გიორგი ბიწკინაშვილის თაობაზე საგანგებო განცხადებით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა სამინისტროს და საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების საკითხთა კომისიას!!!

 

   "გვინდა საზოგადოებას გავაგებინოთ მსჯავრდებული გიორგი ბიწკინაშვილის ტრაგიკული ისტორიის შესახებ, რომელიც გასამართლებულია საქართველოს სსკ 273-ე და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისჯილი 13 წლიდან მოსახდელი დარჩა 1 წელი და ორი თვე. 

   ყველა არგუმენტი და მტკიცებულება წარდგენილია შესაბამის კომისიაში იმისათვის, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლდეს იგი საპატიმროდან. უმძიმესი მოსასმენია მათი ოჯახის ტრაგიკული ისტორია. გიორგის პატიმრობამ შეიწირა დედის სიცოცხლე დედა და მეუღლის - მარიამის მამა. სულ ახლახანს კი, ოჯახში მარიამის ერთადერთ გაუთხოვარ მამიდას, რომელიც მაღაზიაში მუშაობდა მხოლოდ იმისთვის, რომ პატიმარი ერჩინა, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, ყელი გამოჭრეს და გამოასალმეს სიცოცხლეს.

   სწორედ ამ ტრაგედიების გათვალისწინებით, ჩვენ, ორგანიზაცია "დედათა კომიტეტი" თხოვნით მოგმართავთ, რათა პირადად გაეცნოთ დამატებით არგუმენტებს და ამ ოჯახის ტრაგედიების გათვალისწინებით გაათავისუფლოთ გიორგი ბიწკინაშვილი პატიმრობიდან. ვფიქრობთ, საკმარისია ის უბედურება და ტრაგედიები, რაც გიორგის პატიმრობამ მოუტანა მას და მის ოჯახს. ფაქტია, რომ სამი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა მის პატიმრობას. გთხოვთ, ერთხელ კიდევ, მისცეთ შანსი გიორგი ბიწკინაშვილს დაიწყოს ახალი ცხოვრება და დაუბრუნდეს ოჯახს."- აცხადებს ქეთევან ადამია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: