კახა შამათავა:-"დევნილი საზოგადოება გამოღვიძებას იწყებს"

კახა შამათავა:-"დევნილი საზოგადოება გამოღვიძებას იწყებს"

   დღეს "აფხაზეთის მთავრობის" ოფისთან, "აპრიორი" დევნილ მოსახლეობასთან ერთად, აქციას "საქართველო ვახტანგ ყოლბაიას წინააღმდეგ" გამართავს. შეუერთდება თუ არა აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია "გზა აფხაზეთისკენ", რომელიც სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ცვლილებების პირველი გამჟღერებელი იყო, ამის გასაგებად "ივერიონი" ორგანიზაციის დამფუძნებელს, კახა შამათავას დაუკავშირდა.

   -"აქ ერთი მომენტი აქვთ მათ გაჟღერებული, სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ცვლილებები, ვინაიდან მე ვიყავი ამ თემის გამჟღერებელი, ვიფიქრე მეც შევუერთდებოდი, მაგრამ იმ პირობით, რომ პერსონებზე არ იქნებოდა მიტანილი იერიში, ამას მე ვემიჯნები, ასეთი აქციები გაუთავებლად იქნება და დევნილი საზოგადოება ნელ-ნელა გამოღვიძებას იწყებს, ამიტომაა მე და ჩემი ორგანიზაცია გამუდმებით მივმართავთ ხელისუფლებას-დავიწყოთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ცვლილებები".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: