სალომე კაპანაძე:-"ჩვენი პრობლემა ის დამოკიდებულებაა, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთის მთავრობისადმი"
"აპრიორის" დაანონსებულ აქციას "საქართველო ვახტანგ ყოლბაიას წინააღმდეგ", ორგანიზაცია ,,აფხაზეთი-ჩემი სახლის" თავმჯდომარე სალომე კაპანაძე გამოეხმაურა და განაცხადა:
-"ძალიან უცნაური სლოგანია. მთელი საქართველო სხვა რამის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს...ვახტანგ ყოლბაია არ არის დღეს ჩვენი პრობლემა. ჩვენი პრობლემა ის დამოკიდებულებაა, რომელიც ჩამოყალიბდა აფხაზეთის მთავრობისადმი. სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ახალგაზრდებს... რამდენად აქვთ მორალური ან თუნდაც ინტელექტუალური რესურსი ისაუბრონ ასეთ სენსიტიურ თემებზე-არ ვიცი".