მამა პეტრე კვარაცხელია:-"რელიგია ვართ ჩვენ - ადამიანები და ურთიერთობები!.."
თავისი ნააზრევი სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა მამა პეტრე კვარაცხელიამ ექსკლუზიურად ,,ივერიონს" გამოუგზავნა, რომელსაც მკითხველს ვთავაზობთ.
-რელიგია არის შენზე გრძელი სანთლის ხელში ჭერა და იმაზე პირწავარდნილი ლოცვა, როდის ჩაიწვება დალოცვილი.
-სარწმუნოება არ არის ტაძრის გაყინულ იატაკზე მუხლებით ფორთხიალი და სახარების თავჩაქინდრული მოსმენა.
-მართლმადიდებლობა არ არის ყოველ კვირას ზიარების რიგში დგომა და თვითკმაყოფილება.
-კრძალვა არ არის დაბერილი ტუჩებით ხატებზე ან გუმბათქვეშ გამოსახულ წმინდანებზე ჰაეროვანი ამბორი.
-რელიგია ვართ ჩვენ - ადამიანები და ურთიერთობები!...