"ჩამოყალიბდით!"-აბიტურიენტთა საპროტესტო აქცია

"ჩამოყალიბდით!"-აბიტურიენტთა საპროტესტო აქცია

   დღეს, აბიტურიენტთა საინიციატივო ჯგუფი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ აქციას, სახელწოდებით "ჩამოყალიბდით" გამართავს. აქციის მონაწილეები ეროვნულ გამოცდებზე გრამატიკის ნაწილში შესულ ცვლილებას გააპროტესტებენ.

   იქამდე კი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და  განაცხადეს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში ცვლილებების შესახებ მათ გამოცდამდე 3 დღით ადრე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის "ფეისბუქის" გვერდიდან გაიგეს. კერძოდ, როგორც სტუდენტები ამბობენ, დაკონკრეტებული აღარ იქნება, თუ რამდენი შეცდომის პოვნა მოუწევთ მოცემულ ტექსტში, რაც ბევრ აბიტურიენტს პრობლემებს შეუქმნის. 

   -"ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია განათლების სამინისტროს მხრიდან ასეთი მოპყრობა. ვითხოვთ, რომ მათი დამოკიდებულება გამოსწორდეს; ვითხოვთ, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა შემოგვთავაზონ იმავე ფორმატით, როგორიც იყო წინა წლებში; ვითხოვთ, რომ მომავალში ცვლილებისა და თუ სიახლის შესახებ აბიტურიენტებმა გაიგონ მინიმუმ, სამი თვით ადრე; ასევე, ძალიან დიდი თხოვნა გვაქვს სამინისტროს მიმართ, რომ კომუნიკაციის ეფექტური საშუალებით გაავრცელონ ინფორმაცია, რათა უკლებლივ ყველა აბიტურიენტისთვის გახდეს ცნობილი სიახლეების თუ ცვლილებების შესახებ"-ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი ციცი სადაღაშვილი.

   აბიტურიენტები საატესტატო გამოცდებზე არსებულ ხარვეზებზეც საუბრობენ. მათი თქმით, გამოცდები არაორგანიზებულად ჩატარდა და ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას თუ ტესტებში შინაარსობრივ შეცდომას. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: