ნინო ბურჯანაძე: "გაოცებული ვარ, რომ მთავარი თემა დღეს საქართველოში არის პარტიების დაფინანსების თემატიკა"
ასე გამოეხმაურა კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით:
-"პარტიის შემოწირულობებთან დაკავშირებით ჩვენი ყველა ინფორმაცია არის აბსოლუტურად საჯარო. განსხვავებით ხელისუფლებისაგან, რომელსაც ძალიან სერიოზულად აფინანსებენ ბიზნესმენები, ჩვენ არც ერთ კომპანიას არ დავუფინანსებივართ. "ქართულმა ოცნებამ" იმდენად ეფექტურად გააგრძელა ბიზნესთან ის ურთიერთობები, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, რომ არცერთ კომპანიას ჩვენთვის თანხა არ გადმოურიცხავს.
მე ვთხოვ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ კარგად გადაამოწმონ ინფორმაცია, რომელსაც ისინი ავრცელებენ.
მე ძალიან გაოცებული ვარ, როდესაც ვხედავ, რომ მთავარი თემა დღეს, როდესაც გამოცხადდა ცხინვალის რეფერენდუმის შესახებ, სრულიად საქართველოში არის პარტიების დაფინანსების თემატიკა. თუ ეს თემა მარტო მე და ჩემს თანამებრძოლებს გვაინტერესებს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა ჩვენი ქვეყნის საქმე."