ალექსანდრე პერტიაშვილი:-"საქართველო გამალებული ტემპებით განახორციელებს რეფორმებს"

ალექსანდრე პერტიაშვილი:-"საქართველო გამალებული ტემპებით განახორციელებს რეფორმებს"

   მთავრობის სხოდმის დაწყების წინ ასოცირების ხელშეკრულებაზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილმა და განაცხადა:

   -"მინდა, დავიწყო მოლოცვით, რამდენიმე საათი რჩება ისტორიული შეთანხმების ხელმოწერამდე. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციის განმსაზღვრელი დოკუმენტი. ამის კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ რამდენიმე წელიწადში, როდესაც საქართველოს მოდერნიზაცია მოხდება. საქართველო გამალებული ტემპებით განახორციელებს რეფორმებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, დოვლათის შექმნას, სამუშაო ადგილების შექმნას. რეალურად ჩვენი ქვეყანა იქნება დემოკრატიული, ევროპული განვითარებული სახელმწიფო".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: