ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 11:00 საათზე გაიმართება
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უკვე ბელგიის სამეფოში იმყოფება. ბრიუსელი საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას საზეიმოდ ხვდება. ლუქსემბურგის მოედანზე გამოფენილია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დამთვალიერებელს შეუძლია საქართველოს შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო ბუკლეტებიდან შეიტყოს.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები.