გიორგი მარგველაშვილი:-"ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს"
-"მხარს ვუჭერთ ჩვენს დელეგაციას, რომელიც რამდენიმე საათში ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს ევროკავშირთან. ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, უფრო სტაბილურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებს გააძლიერებს, უფრო პასუხისმგებელ და საჭიროებებზე ორიენტირებულ მთავრობას შექმნის. ის გაზრდის ტურისტულ მიმართულებას, ეკოლოგიურ, საგანმანთლებლო სისტემებს გააძლიერებს და აიყვანს ევროპულ დონეზე. ასევე მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც რამდენიმე საათში მოეწერება ხელი, იქნება დასაწყისი იმ პროცესისა, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მთელი ერი აცხადებდა ძალიან მტკიცედ და მყარად. ჩვენ გამოვიყენებთ ამ სარგებელს, რეფორმებს როგორც ინსტრუმენტს, როგორც განაცხადს ევროპულ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების სამიტზე.