გია ცაგარეიშვილი: არ არის შორს დრო, როცა ევროკავშირის წევრი გავხდებით.
"ვულოცავ ამ დიდებულ დღეს სრულიად საქართველოს, ეს არის უნიკალური შანსი საქართველოს ისტორიაში, როცა ამ სიტყვებს ვამბობ, ხელი ეწერება ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის მრავალი თაობის ნატვრის ასრულება. ყველასათვის ცნობილია, რომ ურთულესი პერიოდი გავიარეთ აქამდე რომ მოვსულიყავით. არ არის შორს ის დრო, როცა ჩვენ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გავხდებით!" _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე.
ცაგარეიშვილი, ასევე, შეეხო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას და ღიად განაცხადა, რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს განვითარების გზაზე.
მისი ვარაუდით მომავალში იქნება ბევრი გამოწვევები, მაგრამ ვიდრე მათი გუნდი ხელისუფლებაშია, ყველა გამოწვევას დაძლევს.
რაც შეეხება კრიმინალის ზრდას ქვეყანაში. ცაგარეიშვილი თვლის, რომ ეს აბსურდია _ ოპოზიციას შეუძლია ბუზიდან სპილო შექმნას.