ემზარ ჯგერენაია: საქართველოს სერიოზული რეფორმების გატარება მოუწევს!
დღეს "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში ემზარ ჯგერენაიამ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა.
იგი გურწფელად ულოცავს თითოეულ მოქალაქეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას და აცხადებს, რომ ჩვენ ნელ-ნელა ვისწავლეთ, როგორ უნდა გვემუშავა ევროპასთან.
"ევროპასთან ვაჭრობა რთულია ბევრი ქვეყნისთვის და თუ ისინი საქართველოს წარმოებისთვის გამოიყენებენ ევროპისაკენ გზა გაუადვილდებათ და თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ნაკადი წამოვა საქართველოსკენ" - აცხადებს ჯგერენაია.
იგი თვლის, რომ დღეიდან საქართველოს მოუწევს სერიოზული რეფორმების გატარება ეს მოიცავს ყველა იმ ფაქტორს რომელსაც ევროპა მოითხოვს.
"ჩვენზეა დამოკიდებული სრული ინტეგრაცია. უახლოეს რამდენიმე წელიწადში საზოგადოება იგრძნობს ამ ხელშეკრულების არსსა და აუცილებლობას".
ბატონი ემზარი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დღეს დაიწყო ხელშეკრულების განხორციელების პროცესი და ეს ყოველივე დიდი ხანი გაგრძელდება.
მზიკო კახიანი