ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შეეძლებათ ისარგებლონ ყველა იმ სარგებლით, რომლის მიღებაც ჩვენ შეგვეძლება"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს შეეძლებათ ისარგებლონ ყველა იმ სარგებლით,  რომლის მიღებაც ჩვენ შეგვეძლება"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ უვიზო რეჟიმის შემოღება დაახლოებით ორ წელიწადში იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით  "უვიზო რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ აფხაზებმა და ოსებმა ქართული პასპორტით".

   -"ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერა არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის ერთგვარი შეთანხმება.  ჩვენ დღეიდან 24 საათიან რეჟიმში უნდა დავიწყოთ მუშაობა, ამიტომ აუცილებელია ამ იდეის გარშემო  გავერიანდეთ. რაც შეეხება იმას, თუ  რა ვადებში წარმოგვიდგენია უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოში, ვფიქრობ,  დაახოებით 2 წელიწადში აბსოლუტურად რეალისტური იქნება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ყოველგვარი ვიზის და ბარიერების გარეშე შეძლონ ევროპის სახელმწიფოებში მიმოსვლა."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: