გიორგი მარგველაშვილი:-"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს"

გიორგი მარგველაშვილი:-"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს"

   ევროპის მოედანზე, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისადმი მიძღვნილ კონცერტზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა და ყველას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მიულოცა.

   -" ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. თავისთავად, ეს ხელშეკრულება ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს სახელმწიფოს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ დავიწყეთ ახალი მიზნისკენ მოძრაობა და ეს მიზანი არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამ გზაზე ჩვენ მტკიცედ და განუხრელად ვივლით. მე მინდა მივულოცო ჩვენს ძმებს უკრაინაში და მოლდოვაში. მინდა მივესალმო მათ, იმიტომ, რომ ისინიც ჩვენთან ერთად ზეიმობენ, მაგრამ, ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ ყველაფერს მიაღწია. ქართველ ხალხთან ერთად, მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის სულიერ ლიდერს, მის უწმინდესობას, იმიტომ, რომ ძალიან სწორი აქცენტები მოგვცა ამ გზაზე. ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ, თქვენთან ერთად ვიქნები მომავალი გამარჯვებებისკენ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: