მანანა კობახიძ:-""ქართულმა ოცნებამ" შეძლო და დაიწყო ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარების პროცესი"
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და წარმატების ერთ-ერთ მიზეზად "ქართული ოცნების" სვლას ასახელებს.
-"ქართულმა ოცნებამ" შეძლო და დაიწყო ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარების პროცესი, სწორედ ეს წერია შეთანხმებაშიც.
ძალიან მკაფიოდ გამოიხატებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომ თუ ჩვენ ვერ დავალაგებდით რუსეთთან ურთერთობას, ევროინტეგრაცია გადაიწევდა. რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო და იმ პოლიტიკისადმი, რაც სააკაშვილს ჰქონდა დამოკიდებულება ძალიან უარყოფითი იყო. დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილი რომ დღეს ხელისუფლებაში ყოფილიყო, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ნამდვილად გადაიწევდა".