ნიკა რურუა:-"მომავლის რგოლები ჩვენი გამოსაჭედია"

ნიკა რურუა:-"მომავლის რგოლები  ჩვენი გამოსაჭედია"

   -"დღეს ძალიან ბევრჯერ მესმოდა სიტყვა "ევროპელობა", ოღონდ რას ნიშნავს ეს ტერმინი, თუნდაც ძალიან ზოგადად, არავის დაუზუსტებია. ევროპელობა ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის პირადად ევროპელობა ძირითადად რამდენიმე ფუნდამენტური რამაა: პირველ რიგში, ეს ეროვნული და ინდივიდუალური ინფანტილიზმისგან შეგნებული თავდაღწევის მცდელობაა; ეს განმანათლებლობის სურვილი და შემდგარი ფაქტია; ეს პლურალიზმისა და შემწყნარებლობის, სხვისი პიროვნების მიმართ საბაზისო პატივისცემის კულტურაა; ეს იდეების გაცვლის და მოქალაქეთა მხრიდან მათი საჯაროდ და უშიშრად გახმოვანების - აგორას - ტრადიციაა; ეს 'კეთილი სამარიტელის' მაგალითის კოლექტიური მეხსიერების მქონე რეალობაა; ის შრომის ეთიკის და პუნქტუალურობის გარემოა; ის 'სამოქალაქო ღირსების', როგორც ფასეულობის, სამშობლოა და ბოლოს, ის ამერიკული დემოკრატიის მშობელი დედაა. ეს არის ჩემთვის ევროპა, რომლის დნმ-იც არაა უცხო ყველაფერი იმისათვის, რაც საქართველოს საკუთარი არსებობის განმავლობაში ღირებული შეუქმნია. მთავარი კი მაინც წინაა. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის განვითარების დიდი ხნით გაწყვეტილი ჯაჭვის გამთლიანების პირველი დღეა. მომავლის რგოლები კი ჩვენი გამოსაჭედია"-წერს ნიკა რურუა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: