რაულ ხაჯიმბა:-"აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული"

რაულ ხაჯიმბა:-"აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული"

   მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის შემდეგ მრავლად გაკეთდა განცხადებები- ახალ სიკეთეს ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც შეიგრძნობენო,  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე არ იმოქმედებს.

  -"აფხაზეთი უნდა დაკავდეს  სამხრეთ საზღვრის გაძლიერებით" და რუსეთთან ინტეგრაციით, როგორც "ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიით. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს, აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. 

  ის, რომ ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს მისი პოლიტიკისადმი უნდობლობას იწვევს" და რეგიონში დაძაბულობას აძლიერებს. გარდა ამისა, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება მისი დასავლელი მოკავშირეების სრულ კონტროლქვეშაა. ეს კი გვკარნახობს ადეკვატური ზომების მიღების აუცილებლობაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და აფხაზეთის ეკონომიკური ინტერესების დაცვის კუთხით"-განაცხადა ხაჯიმბამ რუსულ მედიასთან საუბარში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: