მუსულმანები რამაზანს აღნიშნავენ

მუსულმანები რამაზანს აღნიშნავენ

  რამადანი(რამაზანი)—ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმანი მარხულობს. ამ დროს ისინი ყველანაირ საჭმელზე, სასმელსა და სქესობრივ კავშირზე უარს ამბობენ. მოხუცები ავადმყოფები, მოგზაურობაში მყოფი ადამიანები და ორსული ქალები ნებადართული არიან ამ დროს მარხვა დაარღვიონ, თუმცა წელიწადის სხვა დროს მუსლიმებმა ეს მარხვა უნდა დაიცვან. ბავშვები მარხვასა და ნამაზის ლოცვას გარდატეხის ასაკში იწყებენ, თუმცა მარხვას ბევრი ადრეულ ასაკშიც იწყებს. მარხვა გულისხმობს: მოთმინებას, თავმდაბლობას და სულიერ სიმშვიდეს. ეს დრო არის მიძღვნილი ღვთის საამებლად. ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად იკითხება ლოცვები. მარხვის დროს აუცილებელია მუსლიმანმა ითხოვოს მოწყალება(მონანიოს) ღვთისგან, ილოცოს სწორი გზის საპოვნელად და ყოველგვარი საცდურისაგან თავის ასაცილებლად.

   რამადანის წარმოშობა

სახელი რამადანი, მეცხრე თვის სახელწოდება ისლამის რელიგიად ჩამოყალიბებამდე მრავალი წლით ადრე წარმოიშვა არაბულ კულტურაში. მისი სახელი მოდის(იყოფა) არაბული ფუძის–რმდ (მსავსი "რამიდა", ან "არ–რამად") გამრუდების საფუძველზე დაშემოკლებული მნიშვნლობით. ყურანში ღმერთი გადმოსცემს "მარხვა დაწერილი არის შენთვის (როგორც სავალდებულოდ), ისევე როგოგორც მათთვის ვინც შენამდე იყო"

   რამადანის დაწყება

Hilāl არის ასტრონომიულად ახალი მთვარის შემდეგი დღე. სანამ ახალითვის ახალი მთვარე გამოჩნდება მუსლიმანს შეუძლია ჩვეულებრივად გამოთვალოს რამადანის დაწყების დღე. ყოველ წელს არის აზრთა სხვადასხვაობა, როგორ ან როდის იწყება რამადანი. ტრადიციული წარმოშობის მიხედვით –ადამიანს დედამიწის საწინააგმდეგო მხარეს არსებული ქვეყნებიდან შეუიარაღებელი თვალით უნდა დაენახა სავსე მთვარე. დიდი ხანი არაა ზოგიერთი მუსლიმანი მიისწრაფვის გამოიყენოს ასტრონომიული გამოთვლები სისწორის დასადგენად. 

    საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის დადგომა პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცეს. 

   -"ჩვენი ქვეყნის ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის დადგომას.

რამადანის წმინდა თვე თქვენი რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯია და მსურს მისი ღირსეულად, რწმენითა და მოთმინებით განვლა გისურვოთ.

თქვენ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ჩვენი საერთო სამშობლოს აღმშენებლობაში. თქვენი უძველესი და თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები კი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია. კეთილდღეობას, დღეგრძელობას, წარმატებებსა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს",-აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.

   -"საქართველოში მცხოვრებ ყველა მუსლიმანს სულითა და გულით ვულოცავ წმინდა რამაზანის თვის დადგომას! რამაზანის თვე სრულიად განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია თითოეული მუსლიმანისთვის და მინდა ყველა თქვენგანს, თქვენს ოჯახებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება, სულიერი სიშვიდე და კეთილდღეობა. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და მე მჯერა, რომ თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობასა და წინსვლაში, და ყველა ერთად ვიცხოვრებთ ერთიან და ძლიერ საქართველოში"-ასე მიულოცა მუსულმანებს რამაზანის თვის დადგომა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: