გიგი უგულავა:-"თქვენგან არც სალამური გამოითლება და არც კაცი დადგება"

გიგი უგულავა:-"თქვენგან არც სალამური გამოითლება და არც კაცი დადგება"

   თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ის სოციალური ქსელით ავრცელებს იბფორმაციას და წერს:

 -"სახლში მომადგა ფინანსური პოლიცია და ორშაბათს, 30 ივნისს, 12 საათზე დაკითხვაზე დამიბარეს. ეს არაფერი! ამას უკვე შევეჩვიე.(თემაც კი არ ვიცი და დიდად არც მაინტერესებს). საქმე იმაშია, რომ მე საქმიანი მივლინებით მივემგზავრები ბრიტანეთში (ვხვდები ლორდ ფარისს), უკრაინაში-კიევის მერს ვიტალი კლიჩკოს და მოლდოვეთში, სადაც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის სხდომაში მივიღებ მონაწილეობას. (მე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ). მოხსენება ეხება 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებს. საქართველოში ვბრუნდები 5 ივლისს 05:00.

   ხო და ამ ყრძო ღარიბაშვილს და მის მთავარ იხტიოლოგ ივანიშვილს მინდა ვუთხრა: რამდენი მილიარდიც არ უნდა იშოვო და რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოთ, თქვენგან არც სალამური გამოითლება და არც კაცი დადგება.

  პ.ს. და თუ რომელიმე თქვენთაგანს ერთი წამით ჰგონია, რომ მე წავალ და არ დავბრუნდები, მაშინ...(იდიომატური გამოთქმებით საზოგადოებას არ გადავტვირთავ)".

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: