ქართველი მინისტრი აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენს
კენიის დედაქალაქ ნაირობიში გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) პირველი სესია დაიხურა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე გარემოსდაცვითი ასამბლეის მმართველი ორგანოს - ბიუროს ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ქართველი მინისტრი აღმოსავლეთ ევროპას წარმოადგენს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს წარმომადგენელი არჩეულია მსგავსი მაღალი რანგის გაეროს მმართველი ორგანოს წევრად. საქართველოს დელეგაციამ სესიის ფარგლებში ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა გამართა. ასამბლეაზე სპეციალური სტუმრის სტატუსით გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი და მონაკოს პრინცი ალბერტ II მონაწილეობდნენ. გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეა გენერალური ასამბლეა - წარმოადგენს გლობალური გარემოსდაცვითი პოლიტიკის მართვის ინოვაციურ პლათფორმას საკანონმდებლო, ფინანსური და განვითარების სფეროში. ღონისძიებას 162 წევრი ქვეყნის 1200-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის 90 მინისტრი და სამთავრობო დელეგაციის წევრი დაესწრო.