სამზეოს ზარი!
სამზეოს ზარი!
ზურა გოგრიჭიანი
საქართველოში,ავი ზნე მძლავრობს,
თავზარდამცემი ჩამოწვა ჟამი,
შური, ბოღმა და სიხარბე მრავლობს,
ურთიერთს ვწამლავთ გესლით და შხამით!..
წინაპართ სიბრძნის აღარ-რა გვესმის,
ქვეყანა ირგვლივ - ბინდისფერია,
არც "ქუდზე კაცი!" აღარ გაისმის,
არც "ოდოიას" აღარ მღერიან!..
თითქოს ხელახლა, ძველი დრო დადგა,
შიგნიდან გატყდა ციხე - ყოველი,
ერმა მხნეობა დაჰკარგა, რადგან-
რადგანაც "შველას"- სხვისგან მოველით!..
ჩვენ მიგვაჩვიეს!- შიშსა და ძრწოლას,
და თუ კაცი ხარ, ნუ გაგიჟდები!
გადაგვაჩვიეს!- ფიქრსა და ბრძოლას,
სამშობლოსათვის!- თავდავიწყებით!..
ხელგაწვდილები, საბრალო სახით,
ვდგავართ და ველით "მხსნელს" თუ "მესიას"
მოტყუებულებს!- ცრუ იმედებით,
რამდენჯერ!- მწარედ დაგვიკვნესია!..
დროა!- წავშალოთ ჩვენს შორის ბზარი,
დროა!- შევიცნოთ დედულ-მამული!
დროა!- "საერო სამზეოს" ზარით
ითქვას სათქმელი!- დღემდე ართქმული!..
ყველას "საერო სამზეო" გვიხმობს!
უნდა ვირწმუნოთ!- ჩვენშია ღმერთი!
ცოდვილ სიმდიდრეს, მამული გვიჯობს!
არდასათმობი და ერთადერთი!
მხოლოდ "საერო სამზეოს" ძალუძს,
კვლავ დაგვიბრუნოს გზა - დაკარგული!
ფარდა აჰხადოს საგანძურს - ფარულს!
ქართულს ამსგავსოს ისევ - ქართული!
მაშინ ვიბრძენებთ, როცა მივხვდებით,
ვინ არის ყალბი და ვინ მართალი,
მაშინ აღვსდგებით ერი!- დიდებით!
და... დაივანებს ღვთის სამართალი!..
გავერთმთლიანდეთ!- სანამ დრო არის,
რომ მერე, მართლა!- არ იყოს გვიან!..
ჭეშმარიტების ჩამოვჰკრათ ზარი!
ჩვენს ხსნას "საერო სამზეო" ჰქვია!..